02:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-01 11:12:23, 1070 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ახალი დინამიკა გვაქვს

ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ ერთად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საქართველო, როგორც ნატოს გამორჩეული პარტნიორი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია, არის სამაგალითო ქვეყანა. ეს დადასტურდა გასულ კვირას ბატონი მატისის მიერ გამოგზავნილ განსაკუთრებულ სამადლობელ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ასევე ბატონი ბოლტონის ვიზიტით დადასტურდა პრინციპული მხარდაჭერა. ეს კონფერენაცია სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის ასპექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს სტრატეგიულ გზაზე სტრატეგიული პარტნიორებისგან მხარდაჭერას“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სრულიად ახალი დინამიკაა:

„საქართველოს ისტორიაში პირველად, როტაციის პრინციპის საფუძველზე „კობრას“ ასეული ჩამოვიდა, აშშ-ის ასეული, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას საწვლებებისთვის. ეს არის სწორედ იმ პრინციპის კონკრეტული რეალიზება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ მომავალშიც ველოდებით სხვა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ამ პრინციპის საფუძველზე ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასე რომ, ეს არის სრულიად ახალი დინამიკა, რომელიც ადეკვატურად ჯდება ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. დღეს გვექნება გეგმებზე საუბარი, რომელიც უკავშირდება მზადყოფნის ცენტრის შექმნას, რაც პირველად სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაჟღერდა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics