|
2018-10-31 13:50:34, 1081 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე „ოცნებას“: 48% გითხრათ უარი - გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა
„დაახლოებით 48-49 პროცენტმა ამომრჩევლის უარი გითხრათ, 780 ათასი ადამიანია ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევრპული საქართველოს“ ერთად... გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა, რომელმაც ისე გადაწყვიტა, ისე შეერჩია საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ არც კი გკითხათ“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ, მმართველ პარტიას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ეს გზავნილი უნდა მიიღოს. „ალბათ უნდა მოგილოცოთ ეს დამარცხება, რადგან დამარცხებული პოლიტიკური ძალა, ნორმალურ საზოგადოებაში ძალას პოულობს, რომ მიზეზები იპოვოს, თუ რატომ დამარცხდა. მე მესმის, რომ თქვენ გგონიათ არ დამარცხებულხართ, მაგრამ რიცხვები მეტყველებს იმაზე, დაახლოებით 48-49 პროცენტმა ამომრჩევლის უარი გითხრათ, 780 ათასი ადამიანია ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევრპული საქართველოს“ ერთად. ამიტომ თქვენ პირველ ტურში რეალურად დამარცხდით. მაგრამ იმედი მაქვს, იმისი ძალა გეყოფათ, საქართველოს მომავლისთვის გააცნობიეროთ, რა იყო მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა. ახლა რასაც გისმენთ წარმოადგენა არა გაქვთ რა იყო მიზეზი. თქვენ გგონიათ, რომ ეს იმიტომ მოხდა რომ არ იყავით საკმარისად აგრესიულები, საკმარისად არ იძახეთ 9 წელი, საკმარისად არ დააყენეთ აპელირება, რაღაც „სისხლიან გუბეებზე“ და გაუპატიურებულ ქართველ ვაშკაცებზე. ეს გგონიათ, ამას ვისმენთ თქვენგან ამ დღეებში, მაგრამ ვერ ხვდებით, რომ წააგეთ იმის გამო, რომ ლარის კურსი არის 2.70, რომ ადამიანები გაღარიბდნენ, რომ ხალხი ტრანსპორტის ფულს ვერ შოულობს, რომ მედიკამენტები გაძვირდა, რომ ეკონომიკა მიექანება უფსკრულისკენ. მაშინ, როცა თქვენ ებრძოდით ავტორიტარიზმს, ჩამოყალიბდით ზუსტად იმ ძალად, რომელიც არ მოგწონდათ წინა 9 წლის განამვლობაში, წააგეთ იმიტომ, რომ გახდით ერთი ადამიანის კაპრიზებზე მოსიარულე ძალა, რომელმაც ისე გადაწყვიტა, ისე შეერჩია საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ არც კი გკითხათ, რომელიც ხვალ და ზეგ დადგება და ისე მოგისვრით უმრავლესობას, რომ არც კი გკითხავთ და ამას უთხრა ხალხმა უარი. მეორე ტური წინ არის, მაგრამ უკვე უნდაა მიიღოთ ხალხისგან ეს გზავნილი“, - გაანცხადა სერგი კაპანაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)