21:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 18:22:04, 1398 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზამ“ ნინგსიას კომერციის დეპარტამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

"საქართველოს რკინიგზა" ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტისა და ჩინური ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

შეხვედრის მიზანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო მატარებლების მიმოსვლის განვითარების სფეროში თანამშრომლობა და სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება ქ.ინჩუანიდან - ქ.თბილისში და უკუმიმართულებით. ოფიციალური დელეგაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მიიღო. ქართული და ჩინური მხარეების ერთობლივი ღონისძიება სასტუმრო "ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნეს სექტორის წარმოადგენლები, რომლებიც ექსპორტსა და იმპორტს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში/დან  ახორციელებენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სატრანსპორტო, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები. 
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა და  ნინგსიას ავტონომიური რეგიონის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, მომხმარებლებისთვის ახალი სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობების შეთავაზებაზე, ტვირთების მოზიდვასა და სერვისების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics