16:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 14:18:26, 982 ნახვა

პოლიტიკა
„მიიღებენ უმკაცრეს პასუხს“ - ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურის ჩაშლას გეგმავენ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავსი სამართალდარღვევის შემთხვევაში, უმკაცრესი სანქცია გატარდება.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, N40-ე და N43-ე უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე.

აპირებენ უბნის ჩაშლას, დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არის განსაზღვრული უმკაცრესი სანქცია, კანონომდებლობით და ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად უმკაცრესი ფორმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics