|
2015-06-11 10:21:50, 446 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი "ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების" გახსნას დაესწრება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ „ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების” გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას. პრემიერ–მინისტრი ასევე ეწვევა ოლიმპიურ სოფელს და შეხვდება საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. ოლიმპიადაში სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს. საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში პაატა ხიზანიშვილი,– აზერბაიჯანის დედაქალაქს 11 ივნისს ეწვევა.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)