|
2015-01-21 10:41:31, 1259 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება. პედრო მორენეს ეულატემ ქართველ კოლეგას ესპანეთის თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მინდია ჯანელიძემ ესპანელ კოლეგას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ესპანელი დამკვირვებლების ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. უწყების ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების, წვრთნისა და განათლების სფეროებზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პედრო მორენეს ეულატეს ესპანელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესსა და უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭების საკითხს. მინდია ჯანელიძემ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესპანური მხარის ჩართვის იმედი გამოთქვა. მხარეებმა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერისა" და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზეც იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა პედრო მორენეს ეულატეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. პირისპირ შეხვედრაზე მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ. ესპანეთის სამეფოში ვიზიტისას, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობა ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესპანელი მხატვრის აუგუსტო ფერერ-დალმაუს ნახატების გამოფენასაც დაესწრება და ესპანელ მწერალს ლუკას მოლინას „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვებს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)