21:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 12:02:52, 1788 ნახვა

სამართალი
ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი - ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. უწყების ცნობით, მსგავსი  ქმედებით  მნიშვნელოვნად ირღვეოდა  მომხმარებლის ინტერესი.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე,  ბრალდებულის სახით 21 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში  მისცა, "- ამბობენ უწყებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics