|
2018-10-22 19:26:17, 2166 ნახვა
ეკონომიკა
სტივენ ფეარი საერთაშორისო ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდებს
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო სულ უფრო მეტად ცნობადი გახდა მსოფლიოში და ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ამ შესანიშნავ, დემოკრატიულ ქვეყანასა და ხალხს ისე გაიცნობთ, როგორც მე ვიცნობ. შესაძლოა, ეს ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა მსოფლიოში“, - ამის შესახებ მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group"-ის დამფუძნებელი, სტივენ ფეარი წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ფეარი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდა. „საქართველოში ამბობენ, სტუმარი ღვთისააო. დამერწმუნეთ, სწორედ ასე გრძნობს თავს საქართველოში ჩასული სტუმარი. ეს ვიზიტი განსაკუთრებით სასიამოვნო გამოდგა ჩემთვის, რადგან ჩემი შვილი და ბიზნესპარტნიორი ლეონიც თან მახლდა. ჩვენ ყოველთვის ერთად მგზავრობას ვანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ვიზიტისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ორი თავით მიღებული გადაწყვეტილება უფრო გონივრული იქნება“, - აცხადებს სტივენ ფეარი. ფეარი მოუწოდებს საერთაშორისო ბიზნესმენებს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორცილონ საქართველოში, რადგან სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით, საქართველოს წვდომა აქვს 2,3 მილიარდიან ბაზარზე. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა ერთსაათიანი, პირადი შეხვედრა გვქონოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ბატონ მამუკა ბახტაძესთან. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ პრემიერ მინისტრის მიზანია შექმნას და გააძლიეროს სამეწარმეო კულტურაზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი დემოკრატია. ასევე შევხვდით ეკონომიკის მინისტრს, ბატონ გიორგი ქობულიას, რომელიც გეგმავს, რომ განავითაროს ღია ბაზრის მქონე, თავისუფალ მეწარმეობაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ნამდვილად სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდაა დასაქმებული მაღალ პოზიციებზე, თავად პრემიერ მინისტრი ჯერ 40 წლისაც კი არ არის“, - აღნიშნავს ფეარი. მისივე განცხადებით, საქართველო უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა - იტალიასა და საფრანგეთზე ძველიც კი - მისი ღვინის დაყენების კულტურა 8500 წელს ითვლის. „სულ მალე ქვეყანაში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაზე და აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების ფარგლებში, ჩვენ ვნახავთ, რომ გაიჭრება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გაივლის. ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზეა და გარდაუვალია ის ფაქტი, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პატარა ქვეყანა გახდება მსოფლიოში. ეს არის უსაფრთხო, სტაბილური სახელმწიფო, რომლის მთავრობა კარგად აცნობიერებს ბიზნესისა და ვაჭრობის მნიშვნელობას და, შესაბამისად, ქვეყნის მომავალი ნამდვილად ნათელია" - წერს „Fear Group"-ის დამფუძნებელი. ფეარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო აშკარად ღიაა ბიზნესისთვის და შეიძლება იყოს შესანიშნავი ადგილი მსხვილი საწარმოებისა და, ასევე, იმ კომპანიების სათაო ოფისები განსათავსებელად, რომელთაც სურთ თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ 2.3 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზარზე.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)