20:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 17:49:38, 2586 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი შვედეთის ელჩს, ულრიკ ტიდესტორმს შეხვდა

საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და შვედეთის სამეფოს ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა, ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტებზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.  მან ელჩს მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში შვედეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics