12:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 15:28:15, 2084 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: თუ საჭირო გახდება ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება

„თუ საჭირო გახდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, გამოძიება მასაც დაკითხავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმის დეტალებს არ იცნობს და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

„თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები იყოს დაკითხული, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება. ჩემი პირადი პოზიცია როგორ უნდა გითხრათ, როგორ უნდა გაგცეთ პასუხი, საერთოდ თემას არ ვიცნობ და საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics