11:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 11:38:07, 1477 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - გამარჯვებაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

„იმ დროის განმავლობაში, რაც მე წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ძალიან დიდი გამარჯვება იყო საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ არ შეარბილა მკაცრი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანაა და რომელიც წლებია უკვე არღვევს სხვადასხვა ვალდებულებებს, რაც დაკისრებული აქვს ევროსაბჭოს მხრიდან",-  ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციისთვის, რომლებიც იგივე თემებს ლობირებდნენ, მაგალითად, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთისათვის, ევროსაბჭოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„მნიშვნელოვანი იყო ასევე რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა ე.წ ნაცრისფერ ზონებში ანუ ჩვენ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას და მონიტორინგის დაშვების საკითხს.  ჩვენ ამ სესიის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა იმ დამკვირვებლებთან, რომლებიც ჩამოდიან ევროსაბჭოს ასამბლეიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და ასევე, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან და მომხსენებლებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. საერთო ჯამში, ძალიან ნაყოფიერი სესია იყო. ამ კვირის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, რაც რთულად მიღწევადი იყო და ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ევროსაბჭოში",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics