11:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 15:50:46, 1841 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: რუსეთი უნდა დარჩეს ევროსაბჭოში, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მასზე ვრცელდებოდეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს შორის.

მისივე შეფასებით, ეს პროცესები, საპარლამენტო ასამბლეის წევრებს აწუხებს.

„არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორც მექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოს წევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმა დაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და სწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც დაიწყო მუშაობა საპროცედურო ცვლილებებზე.

„მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული",-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics