11:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 16:42:04, 1580 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების - NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც რაიმე ფორმით უკავშირდება არჩევნებს, ან/და სადაც დანაშაული დაკავშირებულია ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობასთან. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეებზე გამოძიების შედეგების შესახებ.

სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობას, როგორც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების, ასევე, კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობისას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics