21:18 - 22 Jul, 2026
|
2015-06-09 14:06:10, 1380 ნახვა
მსოფლიო
კიევის მახლობლად ნავთობბაზაზე ხანძარს აფეთქება მოჰყვა
კიევის მახლობლად, ნავთობბაზაზე გაჩენილმა ხანძარმა აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი რეზერვუარი აფეთქდა, რასაც სამაშველო სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის დაშავება მოჰყვა. გარდაცვლილებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, სახანძრო სამსახურის 6 წარმომადგენელი დაიღუპა. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდებარე ტერიტორიებიდან ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ნავთობპროდუქტების შენახვის უსაფრთხოების ზომების დარღვევა დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)