15:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 16:17:02, 1789 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: ზაზა ოქუაშვილს ერთხელ მართლაც შევხვდი და დავეხმარეთ - ყველაფერს იწერდა, თუმცა ეს ჩანაწერი რატომღაც არ აქვს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა ჰქონდა და მას დახმარება გაუწია.

როგორც ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ოქუაშვილი მასთან შეხვედრას იწერდა და მისთვის საინტერესოა, რატომა არ ქვეყნდება აღნიშნული ჩანაწერი.

„მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. სხვა დანარჩენი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სად არის ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics