01:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 17:21:47, 1408 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, რომლის უკან ახალგაზრდობა დგას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი გახსნა და ღონისძიების მონაწილე მეცნიერებსა და სტუდენტებს მიესალმა.

„განათლება და ახალგაზრდობა - ეს არის გაცხადებული პრიორიტეტი სამთავრობო ხედვის. უნივერსიტეტის გაძლიერების ნაწილში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე, განსაკუთრებით გაიზრდება ახალგაზრდების როლი და ის შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდულ ინიციატივებს უჭერს მხარს", - მიმართა ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე შეკრებილ ახალგაზრდებს თორნიკე რიჟვძემ.

მისი თქმით, ბათუმში დაგეგმილია ინოვაციური ტექნოპარკის გახსნა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზება.

„ეს იქნება პლატფორმა, სადაც, ერთი მხრივ, გექნებათ ერთმანეთის გაცნობის საშუალება, მეორე მხრივ კი- წვდომა მექანიზმზე, რომელსაც სახელმწიფო ნერგავს. ზოგადად, ეკონომიკაში მამოძრავებელი ძალა არის ინოვაცია, ინოვაციის უკან კი ახალი თაობა დგას. განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა ის ცენტრალური ღერძია, რაზეც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის მომავალია დამყარებული“, -აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 26 კარავი საქართველოში მოქმედ ექვს სასწავლებელს და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაეთმო. ღონისძიების მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა, ასევე ახალგაზრდების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით.

„ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics