00:22 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 15:31:31, 665 ნახვა

რეგიონი
მერისის ხეობას ტურისტები ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. ამჯერად, სააგენტოს ორგანიზებით გიდებმა ქედაში მერისის ტურისტულ მარშუტზე იმოგზაურეს.

 ინფოტურის მონაწილეებმა ყველა ის ტურისტული ღირსშესანიშნაობა, საოჯახო-სასტუმრო სახლი და ტურისტული სერვისი მოინახულეს, რისი ნახვაც ტურისტებს მერისში მოგზაურობისას შეუძლიათ.

ულამაზესი მერისის ხეობა  ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ის იდეალური ადგილია ბუნებაში დასვენების, აჭარული სოფლების, ტრადიციების გაცნობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების მსურველთათვის. გამორჩეულია მერისული ფოლკლორიც, რომლის მოსასმენად და შესასწავლადაც სოფელს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამ მხრივ აღსაღნიშნავია თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი სოფელ გარე ტყეში, სადაც სიმღერის ნიჭი და სიმღერები თაობებს გადაეცემა. ტურისტების ყურადღებას იპყრობს მერისის სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ჩანჩქერი და საპიკნიკე ტერიტორია, რომლებიც ხეობის მთავარ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

მერისის ტურისტული მარშრუტი მარკირებულია. დაბეჭდილია მარშრუტის ტურისტული რუკაც, რაც ტურისტებს ხეობაში მოგზაურობას უმარტივებთ. მთიან აჭარაში მერისის მსგავსად 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა განვითარებაც ეტაპოპრივად მიმდინარეობს. მათი პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 200-ზე მეტ გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო მთიანი აჭარა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics