|
2015-06-08 01:48:51, 1388 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მთავრობა შესაძლოა მემარცხენე ცენტრისტულმა და პროქურთულმა პარტიამ ჩამოაყალიბოს
თურქეთის მმართველ პარტიას "სამართლიანობა და განვითარება" საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმები მთავრობის ჩამოსაყალიბებლად არ ეყოფა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთავრობის ფორმირებას 2 ხმა უნდა. თურქეთის პარლამენტში მემარცხენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური პარტია" 134 დეპუტატით ხოლო, პროქურთული "სახალხო დემოკრატიული პარტია" 78 დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილი. ამას ემატება "თურქეთის ნაციონალირი პარტია" 83 დეპუტატით. ჯერ უცნობია ვის დაუჭერს მხარს ისლამისტური "ნაციონალისტური პარტია" თუმცა შესაძლო ერთიანობაზე "რესპუბლიკურ პარტიასთან" უკვე განაცხადა, პროქურთულმა "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" როგორც მისმა ლიდერმა, სურეია ორდერმა ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს და მზად არის, "რესპუბლიკელებთან" ითანამშრომლოს. "ნაციონალისტური პარტია" პრეზიდენტ ერდოღანს და მის პარტიას "სამართლიანობა და განვითარება" მას შემდეგ დაუპირისპირდა რაც ერდოღანმა ქვეყნის საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაყვანა მოისურვა. გუშინ თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად თურქეთის მმართველი პარტია "სამართლიანობა და განვითარება" ვერ ახერხებს პარლამენტში აბსოლიტური უმრავლესობით შესვლას. წინასწარი მონაცემებით,მან ხმათა 40,80% მიიღო, მემარცხენე-ცენტრისტულმა "რესპუბლიკურმა პარტიამ" ამომრჩეველთა 26% დააგროვა. "თურქეთის ნაციონალურმა პარტიამ" 16 % ხოლო პროქურთულმა "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" 13%.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)