08:00 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:39:55, 1197 ნახვა

სამართალი
ქობულია: წიაღის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას და ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი  ქობულიამ და შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს სფეროში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და წიაღის სფეროში ინვესტორების მოზიდვის საკითხს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს წიაღისეულის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. „ამისთვის ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეკვრას და ინვესტორების მოზიდვას. აგრეთვე ვმუშაობთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის გამართვა-გამარტივების კუთხით, რომელიც იქნება ძალიან ხელსაყრელი ბევრი ინვესტორისთვის. ვფიქრობთ, ამის შედეგად საგრძნობლად გავზრდით წიაღისეულის მოპოვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა,  წიაღის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება - წიაღისეულის მოპოვების ადგილებში აშენდება არაპროფილური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში კი გადასახადები შევა. „ამიტომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ  და ყველამ უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ წიაღისეულის მოპოვება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების, მათი ჯანმრთელობის დაცვის მკაცრ ფარგლებში, ამას არასდროს გადავუხვევთ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics