16:19 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 21:17:37, 1270 ნახვა

კომენტარი
გუგული მაღრაძე: სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, სადღაც მარიხუანას, ეს ქვეყანას მოგება მოუტანს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გუგული მაღრაძის თქმით, სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის წარმოება ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

ამის შესახებ მაღრაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა:

„ჩვენ უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი, იმიტომ რომ ძალიან რთულია. მაგრამ, ახლა იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, რომ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს (მარიხუანას) უცხოეთში. იცით რაშია საქმე, ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას, სადღაც ჟოლოს და სადღაც ამას. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება გათვლილი იმის მიხედვით, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება.  შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics