02:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 18:08:18, 1089 ნახვა

პოლიტიკა
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების"  პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დაზუსტებით პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება.

„არ მაქვს უფლებამოსილება წინასწარ გავაკეთო განცხადებები. ძალიან მალე იქნება ამის შესახებ ცნობილი. აქ არ არის მარტო ერთ კანდიდატზე საუბარი, აქ ლაპარაკია, რა ფორმით და როგორ დავუჭერთ მხარს იმას, ვისაც შევარჩევთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღევანდელი პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“ თავის კანდიდატი, თუ უნდა დაეჭირა მხარი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. რაც შეეხება კანდიდატების სიას, როგორც გავიგე საკმაოდ დიდია, 40-ზე მეტი ადამიანია ამ სიაში, ყველას ალბათ არ განვიხილავთ, მაგრამ ამ კანდიდატებიდან უნდა წარმოვადგინოთ ერთი.
გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა, მაგრამ ვფიქრობ, დღეს გასაჯაროვდება გადაწყვეტილება." -განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics