02:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 12:54:51, 979 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. 

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. 

მთავრობის მეთაურს სომეხი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. 

შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  არმენ სარქისიანთან და  პარლამენტის თავმჯდომარე  არა ბაბლოიანთან. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი იმყოფებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics