|
2018-09-07 13:05:15, 1373 ნახვა
ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის
დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესის შეფასებისას. მისი თქმით, საგადასახადო ზედმეტობის სახით, დღეის მდგომარეობით, უკვე დაბრუნებულია 280 მილიონი ლარამდე. „2018 წლის დასაწყისიდან, ფინანსთა სამინისტროს მიდგომები დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არის თვისობრივად შეცვლილი, პროცესის გამარტივებისა და დაჩქარების მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესის კიდევ უფრო გააქტიურება, რათა მათ ელექტრონული ფორმით შეავსონ განაცხადები და ჩვენ უმოკლეს ვადებში დავაბრუნებთ აღნიშნულ თანხებს. 2018 წლის ბოლოდან, ეს პროცესი სრულად ელექტრონული ფორმით განხორციელდება და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, განხორციელდება ადამიანური რესურსების ჩართულობის გარეშე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. როგორც ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, ბიზნესის აქტიურობა ბოლო წლებთან შედარებით, 4-ჯერ არის გაზრდილი, რაც რეფორმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. „ჩვენ მოვუწოდებთ ბიზნესს მეტი აქტიურობისკენ. დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება, მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს პროცესი უკავშირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რადგან ბიზნესს აქვს საშუალება, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს ის აქტივები, რომელიც მას დღგ-ს ზედმეტობის სახით აქვს საგადასახადო ბარათზე და ეს თანხები კვლავ გამოიყენოს ბიზნესის გაფართოებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და რეინვესტირებისთვის. ფინანსთა სამინისტრო წლის მანძილზე ახორციელებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და წლის ბოლომდე მივაღწიოთ ძალიან მაღალ, 500 მილიონიან მაჩვენებელს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)