22:24 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 10:29:46, 510 ნახვა

რეგიონი
სარფის საბაჟოს თურქული მხარის რეაბილიტაცია სრულდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ეწვია, სადაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარეს რიფათ ჰისარჯიკლიოღლუს შეხვდა და მასთან ერთად თურქული მხარის მიერ საბაჟოზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თურქულ მხარესთან გამართულ შეხვედრას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაძე რიფათ ჰისარჯიკლიოღლუსთან ერთად სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა. როგორც თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ოქტომბრის ბოლოდან საბაჟო პუნქტი განახლებული სახით დაიწყებს ფუნქციონირებას.

რეაბილიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას მომსახურების ხარისხის და გამტარუნარიანობის გაზრდას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics