21:12 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 19:27:21, 1111 ნახვა

რეგიონი
„ბათუმობა“ წელს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს ბათუმი სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებებით შეხვდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმის ძველ უბნებში მე-19 საუკუნის ქალაქი და მასთან დაკავშირებული ისტორიები გაცოცხლდა.

„მინდა მივულოცო ბათუმობის დღესასწაული ბათუმს, მთელ აჭარას. ეს არის ძალიან ლამაზი დღე. გაცოცხლებულია ის ისტორიები, რომლებიც ჩვენს ქალაქს უკავშირდება. განსაკუთრებით მსიამოვნებს აქ არსებული განწყობა და ბავშვების ჟრიამული. ვულოცავ ყველას, პატარებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს" - აღნიშნა მილოცვისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ქალაქის მთავარ დღესასწაულს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული სანახაობები, თემატური კუთხეები, ასევე ხელნაკეთი ნივთების და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა. მთავრობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ბათუმობის" ღონისძიებებს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების მერები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძველ ბათუმში გამართულ ღონისძიებებზე ბათუმელებთან ერთად ქალაქის სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა.

„ბათუმობა 2018“ პიაცაზე გალა კონცერტით დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics