01:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 10:41:12, 1861 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლისა და შეთანხმების ძალაში სრულად შესვლიდან 2 წლის თავზე ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორცილების კუთხით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას პოზიტიურად აფასებს.

 ანგარიშში განსაკუთრებით ხაზგასმულია მიღწეული პროგრესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით; ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სასაზღვრო სექტორების რეაბილიტაციის გაძლიერებას. ასევე ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეიყვანონ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics