23:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 11:38:09, 908 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი: გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვა და სხვა.

 „დღეის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით. მნიშვნელოვანია გერმანული მხარის მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებითაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics