|
2015-06-04 16:14:26, 346 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი და თავდაცვის მინისტრი „დელტას“ ესტუმრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დათვალიერება მე-8 საამქროთი დაიწყეს და „დელტას“ პროდუქციის შემადგენელი ნაწილების ჩამოსხმის, გამოჩარხვისა და დამზადების პროცესს დაესწრნენ. მოგვიანებით, „დელტას“ სტუმრებმა სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრში გადაინაცვლეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. ცენტრის მეცნიერები კახეთის რეგიონში, სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზე განთავსებული რადარებიდან შემოსულ ინფორმაციას კლიმატური ცვლილებების შესახებ კომპიუტერების ეკრანებზე აკვირდებიან. მართვის ცენტრიდანვე ხდება კახეთის რეგიონში განთავსებული 84 საცეცხლე წერტილის მართვა. პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა სტუმრობა „დელტას“ მიერ უახლესი პროდუქციის დათვალიერებით დაასრულეს. წელს „დელტამ“ სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების 15 ახალი პროდუქცია წარმოადგინა - მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, უდაბნოს პირობებისთვის ადაპტირებული ჯავშანმანქანა, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები და სხვა თავდაცვითი საშუალებები. პრემიერ-მინისტრს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა და „დელტას“ უფროსმა უჩა ძოძუაშვილმა უმასპინძლეს. „დელტაში“ ასევე იმყოფებოდნენ ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)