2018-08-16 15:24:59, 1383 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ყოფილი მთავრობის მეთაურისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ის სჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისმა ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილი მოინახულა.
ადვოკტის თქმით, ყოფილი პრემიერი ციხეში მომდევნო დღეებში ექიმების ვიზიტს კიდევ ელოდებიან.
„ვანო მერაბიშვილი გუშინ გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც მას დაუნიშნეს მკურნალობის კურსი, ახლა მიდის მედიკამეტოზური მკურნალობა, დღეს და ხვალ მასთან მივლენ ექიმები და საჭიროება იქნება, ისევ მოხდება მისი დიაგნოსტიკაზე გადაყვანა. თვითონ თავს გრძნობს მხნედ“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გუშინ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. შემოწმების შემდეგ კი მერაბიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
ავტორი: ,