18:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 11:39:14, 753 ნახვა

რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში ნალექმა იკლო და ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე მოხსნილია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.

უწყების ინფორმაციით, 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა. ისინი ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ რისკზონების მონიტორინგს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ სირაძე თქმით, „პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან“. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. უწყების ცნობით შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს", - აღნიშნულია უწყბის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics