20:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 14:04:40, 720 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა ზურაბიშვილზე: „მადამ პრეზიდენტი“ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს“ - ომი საქართველომ დაიწყო

„მადამ პრეზიდენტი“ მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავა საკუთარი facebook-ის გვერდზე დაწერა.

უგულავას მტკიცებით, ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის მერე საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად სჭირდება.

„2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. "მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო - ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, - ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. "ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდონას უშვებს - ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე - შთამომავლობა არ გვაპატიებს“, - წერს გიგი უგულავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics