04:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 13:59:33, 1325 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media"-ს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები  სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018"-ის ფარგლებში, „Meiburg Wine Media"-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად,  მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარდგენილი იყო სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში „Kwonsooksoo".  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ  ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას  ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს.

ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა.  საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.

მიმდინარე წლის ბოლომდე  აზიის ტურის ფარგლებში  ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში,  მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება.  
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო - სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).

 

 

(NS)
.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics