|
2018-08-06 12:48:27, 582 ნახვა
რეგიონი
მობილური ექსტენცია იმერეთის რეგიონში გრძელდება
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ვანის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტების ფერმერებს მცენარეთა დაცვის, მებოსტნეობის, ვეტერინარიის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე სპეციალისტებმა ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების ნაკვეთები, სათბურები და ფერმები დაათვალიერეს, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს და სახელმწიფო პროგრამები გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 2017 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 8500 ფერმერი გადამზადდაა. პროექტის მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა. პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 8-10 აგვისტოს სპეციალისტები ბაღდათის, ზესტაფონის და ხარაგაულის (სოფლები: როხი, დიმი, კლდეთი, სანახშირე, ზედა საქარა, ვარძია, კიცხი, საღანძილე) ფერმერებს შეხვდებიან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)