|
2018-08-06 10:45:11, 547 ნახვა
რეგიონი
თელავსა და ბაკურციხეში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. ქალაქ თელავსა და სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ მიიღო ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, დერმატოლოგისა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის მომსახურება. ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი. ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა უფასო მედიკამენტები. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)