17:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 13:31:52, 568 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე კურორტ „გოდერძიზე" მიმდინარე პროექტებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე" მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ამ ეტეპაზე კურორტ „გოდერძიზე" 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. სულ ხორციელდება 125 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც კურორტს 1300 განთავსების ადგილი შეემატება. დასაქმდება 1000 ადამიანი.

უახლოეს 3 წელში კურორტზე დაგეგმილია 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც სასტუმრო ნომრების რაოდენობა 1300-ით გაიზრდება.

კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გოდერძის უღელტეხილზე მყოფ ტურისტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

დღის მანძილზე, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. დაათვალიერებს ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics