|
2018-08-01 19:11:47, 520 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ძალოსნებს წარმატება მიულოცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ძალოსნობაში ოქროსა და ვერცხლის პრიზიორებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. მილანში გამართულ 17-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატზე 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. წარმატებულად იასპარეზა ასევე აჭარის მკვიდრმა ლომია თებიძემ, რომელმაც 77 კგ. წონით კატეგორიაში 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გამარჯვებულებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდა ძალოსნებს წარამტებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. „სახელმწიფო, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს აქტიურად შეუწყოს ხელი ძალოსნობის განვითარებას. ამ კუთხით, ძალიან მალე, ჩაქვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება, დაჯილდოვდებიან როგორც ახალგაზრდა სპორტსმენები, ისე მწვრთნელები და ეს ერთგვარი მოტივაცია იქნება მათი შემდგომი წარმატებებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)