18:10 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 11:50:05, 644 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 20% საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% კი, „ნაციონალურ მოძრაობას“

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპოდენტთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 11% - "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას".

გარდა ამისა, რესპოდენტთა უმრავლესობა, კერძოდ კი, 30% აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, 15% კი  ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. 10%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics