18:11 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 11:14:45, 1203 ნახვა

პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის მიმართულება გამოეყოფა და მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და მთავრობის ადმინისტრაციაში გადავა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეგიონალურ მიმართულებას დევნილთა ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მათავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონებშია.

„ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეგიონებში ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რათა ჩვენ გვქონდეს პირდაპირი და უკუკავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში დამეხმარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics