|
2018-07-23 16:15:51, 625 ნახვა
რეგიონი
კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში ყვარლის მუნიციპალიტეტში ამუშავდება
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ქართული ღვინო" ორგანიზებით, მევენახეებთან და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოს ვენახების საკადასტრო სამუშაოებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, მიმდინარე წლის რთველის პროცესში, ყვარლის მუნიციპალიტეტში კადასტრის საპილოტე პროგრამა სატესტო რეჟიმში ამუშავდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს იფნორმაციით, პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა) ყვარლის მუნიციპალიტეტში, განლაგებული ქინძმარაულისა და ყვარლის მიკროზონებში. პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისათვის ზემოთ მითითებული ნიშნით შეირჩა 67 სუბიექტი, რომელიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰა ვენახს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ შეხვედრის მონაწილეებს რთველის დროს ყურძნის ჩაბარების პროცესში საკადასტრო მონაცემების გამოყენების პირობები გააცნეს. სააგენტოს ვენახების კადასტრის ჯგუფმა სტუმრებს წარუდგინეს საქართველოს ვენახების კადასტრის აგების პრინციპები, მისი რეალიზაციის გზები, აქამდე შესრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმსა და კახეთში, ასევე მიმდინარე სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მონაწილეებს მონიტორინგისათვის გადაეცათ საკუთარი ვენახების საკადასტრო ამონაწერები. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)