|
2018-07-22 21:42:47, 1261 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიმიტრი მედოევმა დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა, რის შემდეგაც დიმიტრი მედოევმა და ვალიდ მუალემმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. როგორც სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იუწყება, შეხვედრის დროს მუალემმა და მედოევმა ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც ჟურნალისტები წერენ, მათ ხელი მოაწერეს რამდენიმე ე.წ. შეთანხმებასაც. როგორც სირიის სახელმწიფო მედია წერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სირიას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)