|
2018-07-19 15:50:46, 983 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების სამეფო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება
ნატო-ს სამიტზე გაჟღერებული გადაწყვეტილებით ნიდერლანდების სამეფო ალიანსის სამეზობლოს, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც საუბარია ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს მოსაზღვრე ქვეყნების გაძლიერების მიზნით ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე. როგორც განცხადებაში ნათქვამია ნიდერლანდების სამეფო 1 მილიონ ევროს გამოყოფს ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში და ხელს შეუწყობს საქართველოში, უკრაინაში, იორდანიაში, ტუნისსა და ერაყში დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. „აღნიშნული კონტრიბუციით ნიდერლანდების სამეფო ინვესტიციას ახორციელებს ევროპის გარშემო სტაბილურობის შექმნისა და საკუთარი უსაფრთხოებისთვის",-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)