22:51 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 13:40:20, 1823 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთმა დააფინანსა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთმა დააფინანსა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუხა სიპილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე დახარჯული თანხა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ჰელსინკიში შეხვედრის გასაშუქებლად  1 500 ჟურნალისტი იყო ჩამოსული. მისივე შეფასებით, ეს იყო კარგი შანსი, რომელიც ქალაქის პიარისთვის გამოიყენეს.

სიპილას თქმით, მსოფლიომ ნახა, რომ ფინეთს შეუძლია მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინელ ხალხს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდით ფინეთის და უშუალოდ ჰელსინკის მოსახლეობას, იმისათვის რაც გაკეთდა", - აღნიშნა კრემლის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერს შორის შედგა. მანამდე პრეზიდენტები ერთამენთს სხვადასხვა სამიტების ფორმატებში ხვდებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics