13:30 - 07 Jul, 2026
|
2018-07-11 15:25:56, 622 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ გიგი წერეთელი პრეზიდენტად აირჩია
ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. ხუთი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფორუმზე 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატმა, ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო. სესიის ბოლო დღე ბერლინის დეკლარაციის მიღებას და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო. ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)