13:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-10 16:56:36, 931 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს.

იანოშ ჰერმანის შეფასებით,  ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics