|
2015-06-01 16:15:02, 477 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები ეკონომიკური პროცესები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები იყო. პრემიერმა ექსპორტის დინამიკაში, სოფლის მეურნეობაში, სასტუმროების სექტორში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებსა და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში ორკვირიანი მუშაობის განმავლობაში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეგიონში შექმნილმა ვითარებამ და საგარეო ფაქტორებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, ასევე ექსპორტსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში დარეგულირდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)