11:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-02 15:01:08, 565 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: კომისია არ მუშაობს სერიოზულად - ამდენ დროს ვხარჯავთ დებატებში, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კომისიის მთავრი მიზანი ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.

 „მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. ის, რომ დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში, იმ დროს როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული. რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, ჩვენი საქმე. თუ გვინდა, რომ საქმე წარმოჩინდეს ჩვენი სერიოზული ნამუშევარი. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics