|
2018-06-29 15:14:35, 1148 ნახვა
პოლიტიკა
სირიის ოპოზიცია საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გმობს
სირიის ოპოზიური ძალაები საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ და ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გმობენ, - ამის შესახებ სირიის უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის პრეზიდენტმა ნასრლ არ ჰარირიმ განაცხადა. როგორც ჰარინიმ აღნიშნა, ის საუდის არაბეთში საქართველოს ელჩს შეხვდა და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე ისაუბრა. "რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის გენერალური სამდივნოს ფარგლებში გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და წითელ ხაზებზე, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება. ეს პრინციპებია ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. მსურს ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - ახაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას", - განაცხადა ნასრლ არ ჰარირიმ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)