|
2018-06-29 14:20:21, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის ხაზგასმის მიზნით, 28 ივნისს ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციაში სეიმი ეხმიანება და ეყრდნობა 2018 წლის 14 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. სეიმის რეზოლუციაში დაფიქსირებულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთს კვლავაც არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რეზოლუცია აღნიშნავს, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აღნიშნულ რეგიონებში, განხორციელდეს ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო დაბრუნება და უზრუნველყოფილი იქნას ადამიანის უფლებათა პატივისცემა. აღნიშნული რეზოლუციით, სეიმი აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)