|
2015-06-01 09:31:21, 325 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე: კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს
„სააკაშვილმა კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიევში არცერთი რეფორმა არ განხორციელებულა. „უკრაინას სჭირდება გულწრფელი, აქტიური და უანგარო მხარდაჭერა. ეს არის დაინტერესებული დახმარება, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნას აფასებს, როგორც პოზიტივს, მხოლოდ საკუთარი ეგოისტური გადასახედიდან, რომ მისთვის ეს არის კომფორტი; რომ აღარ მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა; რომ მას შეუძლია ორი წელი მშვიდად იყოს. მაგრამ ის მშვიდად არ არის და ვერ იქნება იმიტომ, რომ დიდია უკრაინელ ხალხში იმედგაცრუება“,აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ სააკაშვილმა უბრალოდ ვერ ივარგა კიევში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)