|
2018-06-26 17:49:03, 866 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა დიპლომატებს ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ინიციატივებს. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები. ელჩებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)